ვაკუუმ ასისტირებული ექსციზია

სარძევე ჯირკვლების ფიბროადენომების, ცისტების, სადინარშიდა პაპილომების და სხვა ახალწარმონაქმნების მოცილების უოპერაციო თანამედროვე მეთოდი.
Call Close
Enter your phone number. We will call you back.
Call us
+995 571 906 226
ვაკუუმ-ასისტირებული ექსციზიის (VAE) უპირობო უპირატესობა გამოიხატება იმით, რომ ამ დროს ძუძუს წარმონამქნის სრულად მოცილება ხდება
ადრე, მსგავსი წარმონაქმნების მოცილებისთვის, საჭირო იყო პაციენტის ოპერაციისთვის მომზადება რამდენიმე დღის განმავლობაში, ნარკოზისა და ტრავმატული კვეთის გაკეთება, ხოლო ვაკუუმ ასისტირებული ექსციზიის მეთოდის უდავო უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი დახმარებით ხდება სარძევე ჯირკვალის სიმსივნის სრული მოცილება, ამასთან, მასთან მისადგომები რჩება სრულიად დაუზიანებელი. სპეციალური რობოტიზირებული ნემსი შედის საჭირო ადგილას, ყოველგვარი სისხლკარგვისა და ქსოვილის ჭრილობების გარეშე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქალბატონებისთვის, რომლებიც გეგმავენ დაფეხმძიმებას, ვინაიდან არც თუ ისე იშვიათად, სტანდარტული პროცედურისას ხდება სარძევე სადინარების გაკვეთა. მომავალში, მსგავსმა დაზიანებებმა ლაქტაციის პერიოდში შესაძლოა გამოიწვიოს მასტიტის განვითარება. აღნიშნულის ალბათობა ფიბროადენომის ან სარძევე ჯირკვლის სხვა ტიპის წარმონაქმნების მოცილებისას ვაკუუმ ასისტირებული ექსციზიის მეთოდის გამოყენების შემთხვევაში სრულიად გამორიცხულია.
როგორ მიმდინარეობს VAE პროცედურა?
VAE ეტაპები
1
ექიმს შესაძლებლობა აქვს, იპოვოს ახალწარმონაქმნი ულტრაბგერითი კვლევის საშუალებით.
2
წვრილი ნემსით და ეფექტური მედიკამენტით ტარდება ადგილობრივ ანესთეზიას
3
უმცირესი განაკვეთის გატარება ნემსის შესაყვანად
4
სპეციალური რობოტიზირებული ნემსი მასალის ავტომატური შეგროვების ფუნქციით
5
ეს ნემსი წარმონამქნის ქვეშ თავსდება
6
ნემსის შეყვანის შემდეგ ექოსკოპიური კონტროლის ქვეშ და ავტომატიზირებულ რეჟიმში წარმონამქნი სრულად მოცილდება
7
სრული ამოკვეთის შემდეგ ექიმი გამოიღებს ნემსს და ზეწოლით ამცირებს სისხლის დაგროვებას ამოკვეთის მიდამოში. რაიმე დრენაჟები საჭირო არ არის
8
მიღებული მასალა იგზავნება მორფოლოგიურ კვლევაზე
9
ნემსის შეყვანისთვის გაკეთებული განაკვეთი ნაკერს არ საჭიროებს და საკმარისია პლასტირის დადება
10
დამწოლი ნახვევი შეიძლება იყოს საჭირო ჰემატომის პროფილაქტიკის მიზნით
11
1 საათის შემდეგ პაციენტი უბრუნდება თავის ჩვეულ რიტმს

VAE უპირატესობა

ვაკუუმ ასისტირებული რეზექციის 8 უპირატესობა სექტორულ რეზექციასთან შედარებით
1
სრული მოცილება 15 წუთში
2
პროცედურა ტარდება ნარკოზის გარეშე, ადგილობრივი ანესთეზიით
3
არ რჩება ნაწიბური
4
სარძევე სადინრების შენარჩუნება
5
ფსიქოლოგიური კომფორტი
6
ძუძუს ფორმის შენარჩუნება
7
არ საჭიროებს ძვირადღირებულ სტაციონარულ და აღდგენით მკურნალობას
8
ამოტუმბვის დროს სიმსივნური უჯრედები არ მოითესება ირგვლივ
მისაღები ფასი
სარძევე ჯირკვლების წარმონაქმნების მოცილების არაოპერაციული მეთოდის (VAE) ფასი ისეთივეა როგორც ღია ოპერაციის
სრულ პროცედურას ჭირდება 20-30 წუთი
მას შემდეგ გარკვეული დრო ესაჭიროება დაკვირვება და დაახლოებით 1 საათში პაციენტი ისეთივე აქტიურია, როგორც პროცედურამდე
100% შედეგი
ვაკუუმ ასისტირებული ექსციზია (VAE) ასპროცენტიანი სიზუსთით გამორიცხავს მიღებულ მასალაში კიბოს და ასეთივე სიზუსტით ადგენს მას
უსაფრთხო
რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი მამოლოგიური ცენტრების და ონკოლოგთა ასოციაციების მიერ, როგორც სექტორული რეზექციის მცირეინვაზიური ალტერნატივა, რომელიც ტარდება ამბულატორულად და ზოგადი ნარკოზის გარეშე, ადგილობრივი გაუტკივარებით
წელიწადში მილიონნახევარზე მატი ვაკუუმ ასისტირებული რეზექცია VAE ტარდება მსოფლიოში
სილამაზე და ჯანმრთელობა მსხვერპლის გარეშე
სარძევე ჯირკვლის წარმონაქმნების მოცილებისას ვაკუუმ ასისტირებული ექსციზიის მეთოდის გამოყენება აშშ-სა და ევროპაში "ოქროს სტანდარტად" არის მიჩნეული, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მკერდის კეთილთვისებიანი სიმსივნის მქონე ქალბატონებში. აღნიშნული მეთოდიკა რეკომენდებულია წამყვანი ცენტრების და მამოლოგიური ასოციაციის მიერ, როგორც სექტორალური რეზექციის მცირეინვაზიური ალტერნატივა ფიბროადენომისა და სარძევე ჯირკვლის სხვა ტიპის წარმონაქმნების მოცილებისას, აგრეთვე ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების დიაგნოსტირებისას.
ვის შეიძლება გაუკეთდეს ვაკუუმ ასისტირებული ექსციზია?
სადიაგნოსტიკო მიზნით ვაკუუმ ასისტირებული ექსციზიის ჩვენებები ულტრაბგერითი გამოკვლევის კონტროლით
  • ულტრაბგერით გამოკვლევისას ხილული, სარძევე ჯირკვლის არაპალპირებადი კვანძოვანი წარმონაქმნის ბუნების დაზუსტება
  • ჰისტოლოგიური გამოკვლევისათვის მასალის მიღება და სარძევე ჯირკვალში ახალწარმონაქმნის საპროგნოზო ქსოვილოვანი ფაქტორების განსაზღვრა
სამკურნალო მიზნით ვაკუუმ ასისტირებული ექსციზიის ჩვენებები ულტრაბგერითი გამოკვლევის კონტროლით
  • სარძევე ჯირკვლის არაპალპირებადი კეთილთვისებიანი, 2 სმ-მდე და მეტი ზომის წარმონაქმნის (ფიბროადენომა) მოცილება, როგორც ქირურგიული ჩარევის ალტერნატივა
უკუჩვენებები
  • ულტრაბგერითი გამოკვლევისას წარმონაქმნის გამოსახულების ვიზუალიზაციის უქონლობა;
  • იკროკალცინატების ლოკალური გროვების უბნები, უხილავი ულტრაბგერითი გამოკვლევისას;
  • არძევე ჯირკვლის წარმონაქმნის ავთვისებიანი ხასიათი (სამკურნალო მიზნით)
ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკის და ასევე გამორიცხვის ერთადერთი სრული მეთოდი მორფოლოგიური კვლევაა
სად შეიძლება ფიბროადენომების ოპერაციის გარეშე მოცილება?
კლინიკა ნიუ პლაზმა - New Plasma Clinic
მობ: 568 10 44 10
მისამართი: ბათუმი, პუშკინის 141
facebook: newplasmaclinic